ზაზა ფაჩულიას 14 მოხსნა და კიდევ ერთი წაგება

ზაზა ფაჩულიამ “ვაშინგტონთან” შეხვედრაში 14 მოხსნით მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა, თუმცა “ატლანტა” ამჯერადაც დამარცხდა და 12 შეხვედრის მერე “ჰოქსის” ანგარიშზე უკვე 7 წაგებაა.ფაჩულიამ შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო და საწყის 9 წუთში მის ანგარიშზე უკვე 8 მოხსნა იყო, რაც “ატლანტის” რეკორდის გამეორებაა. ეს შედეგი მანამდე კევინ უილისმა დააფიქსირა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ჯო ჯონსონი იყო, რომელმაც მატჩი 33 ქულით დაასრულა.
ფაჩულიას საშუალო მონაგარი: 14.0 ქულა, 7.8 მოხსნა, 1.8 პასი.ატლანტა ჰოქსი: 12 მატჩი, 5:7, მესამე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში.