გიორგი ცინცაძე ფიბა-ს ევროთასის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს

ქართველი გიორგი ცინცაძე ფიბა-ს ევროთასის გათამაშების პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. აღნიშნულის შესახებ ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.ცნობილი გახდა ისიც, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ლატვიური “ბარონსის” ამერიკელი ფორვარდი დემეტრიუს ალქესანდერი გახდა.

ფიბა-ს ევროთასის პირველი სიმბოლური ხუთეულიმცველები: ჯო სმიტი (“სპარტაკი”, რუსეთი), გიორგი ცინცაძე (“როკი”, ესტონეთი);ფორვარდები: დემეტრიუს ალექსანდერი (“ბარონსი”, ლატვია), მილუტინ ალექსიჩი (აელ, კვიპროსი).ცენტრი: ბენ ებონგი (“დექსია”, ბელგია).
ფიბა-ს ევროთასის მეორე სიმბოლური ხუთეულიმცველები: არმანდს სკელე (“ბარონსი”, ლატვია), იაკოვ ვლადოვიჩი (“ზაგრები”, ხორვატია).ფორვარდები: მაიკ ლენზლი (“დექსია”, ბელგია), ბრინდლი რაიტი (“ურალ-გრეიტი”, რუსეთი).ცენტრი: ბრაიან კასვორტი (“როკი”, ესტონეთი).