ჯო დუმარსის გზავნილი ქართველ გულშემატკივარს

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად იგორ კოკოშკოვის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი “დეტროიტ პისტონზის” პრეზიდენტმა, NBA–ს ორგზის ჩემპიონმა და სუპერფინალების საუკეთესო მოთამაშემ, ლეგენდარულმა ჯო დუმარსმა გააკეთა.

ზედა რიგში: დარკო მილიჩიჩი (მარცხნივ), რაშიდ უოლასიშუაში (მარჯვნივ): იგორ კოკოშკოვი.ქვედა რიგში: ლარი ბრაუნი (მარცხნივ), ჯო დუმარსი.
“მწვრთნელი კოკოშკოვი არაჩვეულებრივი სპეციალისტია და “დეტროიტში” მას ყველა დიდ პატივს სცემს.
მჯერა, რომ კოკოშკოვი შესანიშნავად გაართმევს თავს საქართველოს ნაკრებში მუშაობას.
ამ ზაფხულს თვალ-ყურს მივადევნებ საქართველოს ნაკრების გამოსვლას, რადგან ვიცი, რომ იგორ კოკოშკოვი ამ გუნდს გამარჯვებულად აქცევს”.