სუპერლიგა. XIII ტური

სუპერლიგა. XIII ტური

რიჩარდ მათიაშვილმა სუპერლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
თსუ – თბილავიამშენი 81:9913:25, 23:14, 19:24, 26:36თსუ: კეიდია (23 ქ. 6 მ. 2 ჩ), დ. ბერიშვილი (11 ქ. 5 პ. 2 ჩ), დ. ბარბაქაძე (10 ქ. 5 მ), კოხრეიძე (10 ქ. 2 პ).თბილავიამშენი: მინაშვილი (30 ქ. 9 მ. 4 ჩ), ნიკოლაძე (27 ქ. 5 მ), მათიაშვილი (21 ქ. 30 მ. 3 პ. 2 დ. 1 ჩ), ტუღუში (15 ქ. 11 პ. 3 პ).
თსუ-ს წინააღმდეგ “თბილავიამშენის” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა მთელი შეხვედრა სასტარტო ხუთეულით ჩაატარა და შესანიშნაც ფორმაში მყოფი თსუ მაინც იოლად დაამარცხა.“თბილავიამშენმა” წინა ტურში წაგების შემდეგ სრული მობილიზება გააკეთა და მოწინააღმდეგეს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა, განსაკუთრებით კი მოხსნებში. მთელი თსუ-ს ანგარიშზე 29 მოხსნა იყო, ხოლო მოსეშვილის გუნდის ძირითადმა ცენტრმა, თსუ-ს ყოფილმა წევრმა რიჩარდ მათიაშვილმა კი მატჩი 30 მოხსნით დაასრულა, რაც სუპერლიგის ყველა დროის რეკორდი გახდა.
ამჯერადაც, მეოთხედ მიმდინარე სეზონში, გააკეთა 10 და მეტი შედეგიანი გადაცემა კოტე ტუღუშმა, რომელმაც თამაშიდან 9/5 სროლა გამოიყენა, ხოლო ვახტანგ მინაშვილმა კი 30 ქულით სუპერლიგის პირადი რეკორდი დაამყარა. გიორგი ნიკოლაძემ 11 საჯარიმოდან 9 გამოიყენა, ხოლო ირაკლი ხოშტარიამ კი დაცვაში კარგი თამაშით გამოიჩინა თავი.
ენერჯი ინვესტი – მაკაბი 100:106 2 დ.დ.24:19, 22:22, 28:26, 14:22, 4:4, 8:14ენერჯი ინვესტი: ლეჟავა (22 ქ. 4 მ. 2 პ. 2 ჩ), სტეფანოვი (17 ქ. 6 მ. 4 პ. 2 ჩ. 1 დ), ტუჯანი (15 ქ. 3 მ. 1 დ), ბაბიაშვილი (14 ქ. 9 მ. 3 პ. 2 დ. 1 ჩ), ა. ბოისა (11 ქ. 8 მ. 7 პ. 2 ჩ), ჭოჭუა (7 ქ. 3 მ).
მაკაბი: გ. შერმადინი (40 ქ. 22 მ. 3 პ), სორდია (26 ქ. 6 მ. 4 პ. 3 ჩ), ი. ბერიშვილი (17 ქ. 8 პ. 5 ჩ), კოღუაშვილი (11 ქ), ს. შერმადინი (6 ქ. 6 მ. 6 პ. 2 ჩ).

“ენერჯი ინვესტმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო, თუმცა თსუ-ც დამარცხდა და რუსთაველებთან ჩამორჩენის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა. არაჩვეულებრივად ჩაატარეს შეხვედრა “მაკაბის” წევრებმა გიორგი შერმადინმა (40 ქულით მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა) და ირაკლი სორდიამ, რომელმაც 10 სამქულიანიდან 6 ზუსტად შეასრულა. რამდენიმე მნიშვნელოვანი შორეული ტყორცნა გამოიყენა ირაკლი ბერიშვილმა, რომელმაც ასევე 5 ჩაჭრა გააკეთა.რაც შეეხება “ენერჯი ინვესტს”, გუნდმა 43 სამქულიანიდან მხოლოდ 13 გამოიყენა და 23 საჯარიმოდან 10 გააფუჭა. ამასთან ერთად, დავით უსტიაშვილის გუნდმა მატჩი 30 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
დინამო – ვითა 83:79 დ.დ.13:23, 20:16, 24:9, 11:20, 15:11დინამო: ჟღენტი (29 ქ. 6 მ. 2 პ), ლაფანაშვილი (15 ქ. 7 მ. 6 პ. 1 ჩ), ახალკაცი (11 ქ. 4 მ. 2 ჩ), ათანელაშვილი (10 ქ. 3 მ), გულისაბედაშვილი (9 ქ. 9 მ. 3 პ), სანიკიძე (7 ქ. 9 მ. 1 ჩ. 1 დ).ვითა: მარხვაშვილი (22 ქ. 4 მ. 4 პ), ბერძენიშვილი (18 ქ. 5 მ), მარკოიშვილი (15 ქ. 6 მ), ბეჟანიშვილი (13 ქ. 7 მ. 4 პ), წივწივაძე (7 ქ. 4 მ. 2 ჩ).
პირველ ნახევარში”დყნამო” მოწინააღმდეგეს 19:39 ჩამორჩა, რის მერეც ზაზა ცაგარეიშვილის გუნდმა 21:0 გაქცევა გააკეთა და წინ გავიდა. საბოლოოდ, მატჩის გამარჯვებულის ვინაობა დამატებითმა დრომ გადაწყვიტა და გამარჯვება “დინამომ” მოიპოვა. “დინამოს” რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც საბოლოოდ, 8 საჯარიმოდან 5 გამოიყენა და 1 ეფექტური დაფარებითაც დაასრულა მატჩი.
საუკეთესო მოთამაშე – გიორგი შერმადინი (მაკაბი): 50 წუთი, 40 ქულა, 22 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 5 შეცდომა, 4 ფოლი.
საუკეთესო ხუთეული: არჩილ ჟღენტი (დინამო), გიორგი მარხვაშვილი (ვითა), ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი), რიჩარდ მათიაშვილი (თბილავიამშენი), გიორგი შერმადინი (მაკაბი).
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 11:2 24 ქულა2. თსუ 8:5 213. თბილავიამშენი 6:7 194. დინამო 5:8 185. ვითა 5:8 186. მაკაბი 4:9 17