ქართული ლეგიონი

NBAზაზა ფაჩულია (ატლანტა)
პორტლენდი – ატლანტა 94:93
“პორტლენდის” წინააღმდეგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 14 წუთი დაჰყო და ამ დროში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მან 1 შეცდომა დაუშვა და ოთხჯერ პერსონალური შენიშნაც მიიღო. ზაზამ თამაშიდან ოთხივე სროლა გამოიყენა და ორი საჯარიმო ტყორცნა გააფუჭა.“ჰოქსის” შემადგენლობაში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ჯო ჯონსონი, ხოლო “პორტლენდის” რიგებში კი 24 ქულით გუნდის ლიდერი ბრენდონ როი გამოირჩა.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ გაეცნობით.
ატლანტა: 40 მატჩი, 18:22, მესამე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, მეშვიდე ადილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 29 იანვარი (ფინიქსში).
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილის გუნდმა მორიგი შეხვედრა წააგო. ამჯერად, “ტერამოს” საკუთარ მოედანზე “ელდო ნაპოლიმ” 88:66 მოუგო, ხოლო ცქიტიშვილის სტატისტიკა კი შემდეგი გახლდათ – 15 წუთი, 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პერსონალური შენიშვნა და ასპროცენტიანი მაჩვენებელი სამქულიანისა (1/1) და საჯარიმოების (2/2) შესრულებისას.მასპინძლებმა პირველივე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა (25:8) მოიპოვეს და დარჩენილ დროში დამაჯერებლად მიიყვანეს შეხვედრა სასურველ შედეგამდე. ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი, 23 ქულით მასპინძელთა ლიდერი კრის მონრო გახდა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ტერამო: 21 მატჩი, 9:12, XIV ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 21 მატჩი (21 სასტარტოში), 10.7 ქულა, 4.8 მოხსნა, 0.7 შედეგიანი გადაცემა.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონატში ტაირონ ელისის “კახასოლმა”, რომელმაც 102:96 საკუთარ მოედანზე დაამარცხა “მანრესა”. სამწუხაროდ, ეს იყო ელისის ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა მიმდინარე რეგულარულში – საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 30 წუთში თამაშიდან 6/1 სროლა შეასრულა ზუსტად და შეხვედრა მხოლოდ 3 ქულით დაასრულა. მის ანგარიშზე ასევე 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე მოხსნა (ყველა საკუტარ ფარზე) იყო.შეხვედრა დაძაბული იყო და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ დამატებითმა დრომ გამოარკვია. ოვერტაიმში უკეთ “კახასოლმა” ითამაშა, ხოლო ყველაზე მეტი ქულა კი მასპინძელთა შორის ანდრეს მისომ (27) დააგროვა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 19 მატჩი, 6:13, XV ადგილი.ტაირონ ელისი: 16 მატჩი (16 სასტარტოში), 12.2 ქულა, 2.9 მოხსნა, 2.6 შედეგიანი გადაცემა.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
უკრაინის ჩემპიონატში კვლავ დაუმარცხებელია მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი”, რომელმაც მე-15 ტურის მატჩში 81:67 გასვლაზე “ხიმიკი” დაამარცხა და მე-15 მოგება ჩაიწერა აქტივში. პირველი მეოთხედი “კიევმა” 27:8 მოიგო, ხოლო პირველი ნახევარი კი 46:30 დაასრულა თავის სასარგებლოდ.მარკოიშვილის ანგარიშზე 5 ქულა და 2 მოხსნა იყო, ხოლო ყველაზე შედეგიანი კი ორივე გუნდში კი 27 ქულით არტურ დროზდოვი (“კიევის” კაპიტანი) გახლდათ.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კიევი: 15 მატჩი, 15:0, I ადგილი.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)
წარმატებით თამაშობს საბერძნეთის ჩემპიონატში “არისი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა იცავს. მორიგ ტურში, მთავარი მწვრთნელის, გორდონ ჰერბერტის გადაწყვეტილებით, ბოისამ ოედანზე 25 წუთი გაატარა და შეხვედრა 7 ქულით, 4 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბოისამ თამაშიდან სამივე საშუალო სროლა ზუსტად შეასრულა, დაცვაში ჩვეულად, კარგად ითამაშა და თავის გუნდს მე-14 მატჩში მე-11 გამარჯვების მოპოვებაში შეეშველა. “არისს” მხოლოდ “ოლიმპიაკოსი” და “პანათინაიკოსი” უსწრებენ.
არისი: 14 მატჩი, 11:3, III ადგილი.