ჰიუბერტ შრაინერი: საქართველო A დივიზიონის გუნდია

ჰიუბერტ შრაინერი: საქართველო A დივიზიონის გუნდია

ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰიუბერტ შრაინერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი თბილისში იოლად არაფერს დათმობს, თუმვა იმასაც აცნობიერებს, რომ საქართველოს ნაკრები აშკარა ფავორიტია.
“საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, რომელთაგან პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულიას გამოვარჩევდი. იგი დღეს ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრი და საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

ვიცი, რომ თქვენი გუნდის საქომაგოდ თითქმის ყოველთვის უამრავი გულშემატკივარი დადის. იმედი მაქვს, ამჯერადაც ბევრი ხალხი შეიკრიბება. მერწმუნეთ, სავსე დარბაზში თამაში ჩვენთვისაც სიამოვნება და პატივი იქნება.
საქართველო და ფინეთი ქვედა დივიზიონის გუნდებიდან ყველაზე ძლიერები არიან და როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი ზედა ეშელონში თამაშს იმსახურებს და ალბათ, საბოლოოდ, სწორედ ეს ორი ნაკრები გადავა ერთი დივიზიონით მაღლა.”