16–წლამდელები: “ორბმა” პირველად წააგო, “თელავმა” – მეორედ მოიგო

16–წლამდელები: “ორბმა” პირველად წააგო, “თელავმა” – მეორედ მოიგო

საბურთალო – თსსუ      48:64
აკადემია 2 – ჰიუნდაი   47:87 
თელავი – რუსთავი 2    59:55
ავერსი – მარნეული       53:32
ზაზა – ორბი                   78:69
 
კვირას, 19 დეკემბერს „დინამოს“ საწვრთნელმა ბაზამ 16–წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ მატჩებს უმასპინძლა. გამართული 5 შეხვედრიდან ერთადერთი აღმოჩნდა დაძაბული. „თელავსა“ და „რუსთავი 2“–ს შორის გამართული ბრძოლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.
 
რევაზ ხაჩიძის, გიორგი გურაშვილის და ოთარ ამონაშვილის ძალისხმევით თელაველებმა პირველი ტაიმის ბოლოს უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა რუსთაველებმა მეორე ნახევარში ძალები მოიკრიბეს და კახელებს მიუახლოვდნენ. ქვემოქართლელებში ბექაქობალავაირაკლი კორძახია და მუხრან კორინთელი გამოირჩეოდნენ. ბოლო მეოთხედში ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ნოდარ იანქოშვილის გაწვრთნილმა თელაველებმა საბოლოოდ მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
 

ავერსი – მარნეული
 
პირველი გამარჯვება მოიპოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც „საბურთალო 161“ დაამარცხა. სწორედ საბურთალო და „მარნეული“ რჩებიან იმ გუნდებად, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატში გამარჯვება არ მოუპოვებიათ. ზაზა გაბისონიას გაწვრთნილი მარნეულის „ინტერმა“ ამ  ტურში „ავერსთან“  21 ქულის სხვაობით წააგო.
 
პირველი მარცი იწვნია ვასილ ბერეკაშვილის გაწვრთნილმა „ორბმა“, რომელმაც ზურაბ სამზარაძის „ზაზასთან“ წააგო. მატჩი დაძაბულად კი დაიწყო, მაგრამ „ზაზას“ მოთამაშეთა უპირატესობა მალე გამოიკვეთა – სამხარაძის გუნდმა მესამე მეოთხედი 25:5 მოიგო და 30 ქულით დაწინაურდა. მოლიდერე გუნდმა ჩათვალა, რომ გამარჯვება განაღდებული ჰქონდა და კინაღამ დაისაჯა. „ორბმა“ თემურ ზაქარაძის ძალისხმევით ბოლო ათწუთეული 35:14 მოიგო, მაგრამ საბოლოოდ მაინც 9 ქულით დამარცხდა
 

 

თელავი – რუსთავი 2