ქართველი 16–წლამდელები დღეს ისვენებდნენ

ევროპის 16–წლამდელთა ჩემპიონატზე (B დივიზიონი) საქართველო დღეს ისვენებდა, ჩვენს ჯგუფი კი ასეთი შედეგები დაფიქსირდა: ბელგია – რუმინეთი 82:40, სლოვენია – ლუქსემბურგი 93:42. 
ხვალ, 9 აგვისტოს, პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველო ლუქსემბურგს ეთამაშება, ხოლო სლოვენია აუტსაიდერ რუმინეთს. ქართველები სამიდან სამი მოგებით ჯგუფის ლიდერები არიან და ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავლენ და ფინალისკენ გზას მეორე ჯგუფური ეტაპიდან გააგრძელებენ.
 1.  საქართველო      3 3/0 218/194 62.  სლოვენია           3 2/1 233/161 53.  ბელგია               4 1/3 268/254 54.  ლუქსემბურგი    3 2/1 186/230 55.  რუმინეთი          3 0/3 165/231 3