18–წლამდელები ისრაელში ავსტრიასთან დამარცხდნენ

18–წლამდელები ისრაელში ავსტრიასთან დამარცხდნენ

ევროპიც ჩემპიონატი. B დივიზიონი
საქართველო 72:84 ავსტრია
მიხეილ კობეშავიძის დამოძღვრილმა 18–წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეორე მატჩი ითამაშა და ავსტრიასთან დამარცხდა. ჩვენებმა პირველი მეოთხედი ფრედ დაამთავრეს, მესამე და მეოთხე ათწუთეულები კი მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდი დათმეს ისე პირწმინდად, რომ საბოლოოდ წაგებულები გამოვიდნენ.
თანაბარი საწყისი მეოთხედის შემდეგ ავსტრიელებმა გაილაღეს და მეორე ათწუთეული ქართველებს 24:9 მოუგეს. ამის შემდეგ დაიწყო ქართველების მცდელობა ანგარიშის გათანაბრებისთვის, თუმცა ეს კობეშავიძის გუნდმა ვეღარ მოახერხა.
დუდა სანაძე 27 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, თუმცა ამან ქართველებს ვერ უშველა. დღეს ქართველები ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან.
1.         ესტონეთი                3          3/0       232/183           6
2.         მონტენეგრო            2          2/0       187/93             4
3.         ავსტრია                    3          1/2       198/248           4
4.         საქართველო           2          0/2       127/143           2
5.         ლუქსემბურგი         2          0/2       107/184           2