ფაჩულია დაბადების დღეს ტრავმით შეხვდა

საკუთარი დაბადების წინა დღეს, 9 თებერვალს გამართულ მატჩში ზაზა ფაჩულიას უქმობა მოუხდა. „ატლანტა ჰოუქსის“ ქართველ ცენტრს ბარძაყი აწუხებს და „მემფის გრიზლისთან“ შეხვედრაც გამოტოვა.
ატლანტელებმა ნევადელ „დათვებთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება (108:94) მოიპოვეს, რაც განსაკუთრებით სათადარიგო ჯამალ კროუფორდის დამსახურებაა, რომელმაც 28 ქულის მოგროვება შესძლო. ისე კი, ატლანტელთა ხუთეულის ყველა წევრმა მოახერხა 10–ქულიანი ბარიერის დაძლევა.
ამ მოგებით ატლანტელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი დაუბრუნეს, გადაასწრეს რა ბოსტონურ „სელტიქსს“. მომდევნო მატჩს „ქორები“ 11 თებერვალს შინ „მაიამისთან“ ჩაატარებენ.
რაც შეეხება ქართველი ცენტრს, ის დღეს, 10 თებერვალს 26 წლის გახდა, რასაც გულითადად ვულოცავთ.