ვლადიმერ ბოისამ მონტეპასკის მოაგებინა

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ვლადიმერ ბოისას დამაჯერებელი თამაშით “მონტეპასკიმ” გასვლაზე ბერლინის “ალბა” 73:71 დაამარცხა და C ჯგუფში 6 მატჩიდან მოპოვებული 5 გამარჯვებით პირველ ადგილზე იმყოფება.
ბოისამ შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და 21 წუთში 4-დან ყველა ორქულიანი სროლა გამოიყენა. მან შეხვედრა 11 ქულით, 2 ჩაჭრით, 1 მოხსნითა და 1 დაფარებით დაასრულა და ნაყოფიერების კოეფიციენტის მხრივ, თავის გუნდში 12 ბონუს-ქულით რიმანტას კაუკენასთან ერთად საუკეთესო იყო.
ვლადიმერ ბოისა ULEB-ის წლევანდელ გათამაშებაში: 6 მატჩი (1 სატარტოში), 9.2 ქულა, 2.5 მოხსნა, 0.5 პასი, 1.7 ჩაჭრა, 0.3 დაფარება.